Latest posts by Aliq Media (see all)
რუსეთი უკიდურესად ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ Fox News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნება. ამჟამად ნატო-ს ინფრასტრუქტურა იზრდება, გაზრდილია ნატო-ს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ.
ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან ამ თემაზე არ გვისაუბრია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.