რუსეთი სომხურ-ქართული საბაჟო რეგულირების შესახებ 2011 წლის შეთანხმების განხორციელებას გეგმავს, რომელიც სომხეთს სომხური საქონლისთვის დერეფნის გახსნის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა.
“ჩვენ ვაპირებთ განვახორციელოთ ჩვენი ვალდებულებები. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შვეიცარიის, საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივი კომისიის პირველი სხდომა, რომელიც თებერვალში ჟენევაში გაიმართება”, – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, არსებობს მთელი რიგი დელიკატური საკითხები, რომელთა მოგვარებაც საჭიროა.
“არსებობს რიგი რეგიონული პრობლემები, ზოგიერთი სახელმწიფოს პოლიტიკური სტატუსის საკითხი, სამხრეთ ოსეთის საკითხი, რომლთა მოგვარებით დერეფანი უნდა გაიხსნას. ეს არის დელიკატური თემები , რომლებიც უნდა იქნას განხილული”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021