რუსეთი სომხეთისთვის მესამე სესხის გაცემას აპირებს, რომლითაც სომხეთი რუსეთიდან კიდევ ერთი იარაღის შეძენას შეძლებს.
სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს იქნება რუსეთის პასუხი აზერბაიჯანისთვის, რომელიც არა მხოლოდ უარს ამბობს იარაღის შეძენაზე რუსეთისგან, არამედ თურქეთს, პაკისტანს, ისრაელსა და ახლახანს ბელორუსს მომწოდებლებს ანიჭებს უპირატესობას. მეტიც, აზერბაიჯანმა დაიწყო ანტირუსული მოქმედებები, და აცხადებს, რომ რუსეთის იარაღი არის დაბალი ხარისხის და არა ეფექტური.
ეს რუსული სესხი, წინა პირობისგან განსხვავებით, უპროცენტო იქნება და ამით შეძენილი “ისკანდერი”-ს ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების დიდი ნაწილი აზერბაიჯანის საზღვრისპირა რეგიონებში განლაგდება, ინფრასტრუქტურის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით.
რუსეთს სურთ, ნათლად შეახსენოს აზერბაიჯანს თუ სურს რუსული იარაღის ხარისხისა და ეფექტურობის შემოწმება, სომხეთი მას აჩვენებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021