“ჩვენთვის საკითხი არ დგას ისე, რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპასა და რუსეთს შორის. რუსეთი ჩვენთვის ევროპული ქვეყანაა. სომხეთიც ევროპული ქვეყანაა, ბელარუსიც”, – ამბობს რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. წერს ნეტგაზეთი.
“ევროპელმა მონარქებმა ურჩიეს სომხებს, რომ რუსეთის დახმარებით ევროპას დაკავშირებოდნენ. ანუ რუსეთი ჩვენს რეგიონში ევროპულ ძალად მოვიდა. რუსული კულტურა და ცივილიზაცია ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია. ეს არ არის მხლოდ ჩვენი თანამედროვე აღქმა – ეს ისტორიული აღქმაა. მართალია, რუსეთი ევრაზიული ცივილიზაციის ნაწილიცაა. რუსეთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ჰარმონიული თანაარსებობის მაგალითია.
მე-18 საუკუნეში სომხური ელიტის წარმომადგენლები მუშაობდნენ იმაზე, რომ რუსეთი ჩვენს რეგიონში შემოსულიყო. რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ, რომ ისინი სიტუაციას აღიქვამდნენ ისე, რომ რუსეთი შემოვიდოდა ჩვენს რეგიონში და თან მოიტანდა ევროპულ ღირებულებებს”, – ამბობს ფაშინიანი.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021