
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დანჩილამ სომეხ კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს მილოცვის წერილი გაუგზავნა.
“გილოცავთ სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევას, თქვენ და ახლადშექმნილ მთავრობას წარმატებებს ვუსურვებ, ხოლო თქვენს ქვეყანას და რეგიონს მშვიდობას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, რომ რუმინეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები უახლოეს მომავალში დადებითი ტენდენციების იქნება,” – ნათქვამია წერილში.