Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის რესპუბლიკას 21 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ეწვია.
თავის სიტყვაში სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, „თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის რანგში ახალ ძალას მისცემს ჩვენ თანამშრომლობას. სომხურ-ირანული მეგობრობა მოდის საუკუნეების სიღრმიდან და ამ ძლიერ საფუძველზე დაყრდნობით 1992 წელს ჩვენ გავაფორმეთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები. ჩვენ მადლობას ვუხდით ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველობას ჩვენი ურთიერთობებისადმი ყურადღებიანი მოპყრობისთვის. ჩვენც ყოველთვის ვყოფილვართ პირნათელნი ჩვენ ურთიერთობებში და მზად ვართ ასე გავაგრძელოთ. მინდა ვისარგებლო ამ საშუალებით და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო ირანის სასულიერო წინამძღვარ, სეიედ ალი ჰოსეინისადმი. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში“. სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.
„პატივცემულო პრეზიდენტო, მადლობელი და მოხარული ვარ, რომ დღეს ვეწვიე სომხეთს, ლამაზ ქვეყანას და დედაქალაქ ერევანს. ჩვენ სომხეთის რესპუბლიკას ვთვლით ჩვენს ახლობელ ქვეყნად და გვსურს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები უფრო განვავითაროთ. ჩვენ, ორივე რესპუბლიკა ვეკუთვნით ერთსა და იმავე კულტურასა და ცივილიზაციას. ირანისა და სომხეთის მოსახლეობის ურთიერთობები ყოველთვის თბილი და მეგობრული იყო“, – აღნიშნა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანმა.