საქართველოსა და მის დედაქალაქში, ბოლო კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 39, 40 და 43 გრადუსამდეც კი აიწევს. თუმცა, ბევრ ჩვენგანს ზაფხულის მოსვლა მიუხედავად გაუსაძლისი სიცხეებისა მაინც გვიხარია.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებებს, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
მაღალ სიცხეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და ადამიანებს სიფრთხილესკენ მოუწოდებს.
ამ აქტუალურ პრობლემასთან დაკავშირფებით ალიქ მედია – სთან საუბარში ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, მედიცინის დოქტორი -ალერგოლოგი ნინო ლომიძე მოსახლეობას ურჩევს, რომ დილის 10 საათიდან დღის 4 საათამდე თავი მოარიდონ გარეთ გასვლას, რადგან ზუსტად ამ დროს არის მზის ულტრაიისფერი გამოსხივება განსაკუთრებით საზიანო.
ექიმის თქმით, ერთ-ერთი გავრცელებული ალერგიული პრობლემა ზაფხულის ცხელ დღეებში ეს არის მზის ალერგია, რადგან ამ პერიოდში მზის გამოსხივება ძალიან მაღალია და შესაძლებელია, რომ ალერგიული გამონაყარი გაჩდეს სხეულის იმ ნაწილებზე, რომელიც ტანსაცმლით არ არის დაფარული, ძირითადად, ეს არის კისერი, გულ-მკერდის არე, ზედა და ქვედა კიდურები. გამონაყარი შეიძლება იყოს ჭინჭრის ნასუსხის მაგვარი ან სხვადასხვა ლაქოვანი ან ბუშტუკოვანი. მზის ალერგია ვითარდება, როგორც მზეზე გასვლიდან რამდენიმე წუთში ასევე 24 საათის გასვლის შემდეგაც.
ექიმი -ალერგოლოგის რეკომენდაციით ცხელ დღეებში თავი უდა დავიცვათ გადახურებისგან, რაც გულისმხობს დაფარული სამოსის და ქუდის ტარებას. ზღვაზე გარუჯვის მოყვარულებმა კი აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზის დამცავი კრემი.
“განსაკუთრებით მზის ალერგიისკენ მიდრეკილები არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღია ფერის კანი და თმა, ასევე ბავშვები, იმიტომ რომ, მათი კანი განსაკუთრებით ნაზია. მნიშვნელოვანია ასევე მზის დამცავი კრემის სწორად არჩევა – განსაკუთრებით ბავშვებმა და ღია ფერის კანის მქონე ადამიანებმა უნდა აირჩიონ 30 და მეტი SPF შემცველი კრემი,” ამბობს ექიმი -ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე.
ალერგიული თვალსაზრისით, ასევე საყურადღებოა მწერები და მათი ნაკბენები, რადგან ისინი ხშირად სხვადასხვა სახის დაავადებას იწვევს.
“ექიმთან მისვლა აუცილებელია იმიტომ, რომ ადამიანს ჰქონდეს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი და სია, რაც შეიძლება ალერგიული კუთხით დასჭირდეს დასვენების დროს“, – ალიქ მედიასთან საუბარში აღნიშნა ნინო ლომიძემ.
ექიმი -ალერგოლოგის თქმით, ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით მზის ალერგიის დიაგნოზით მიმართვიანობა მაღალი არ არის, რადგან „ცხელი და მზიანი დღეები ჯერ ახლა დაიწყო.”
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე კი აცხადებს, რომ მზის დამწვრობით კლინიკას უკვე 71-მა პაციენტმა მიმართა, მათგან 55 შემთხვევა რუჯს და ძლიერ სიცხეს უკავშირდებოდა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021