7 დეკემბერს სომხეთის სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე რუბიკ მხითარიანის თავმჯდომარეობით სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ადვოკატების მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
უზენაესმა სასამართლომ 15 ნოემბერს გააუქმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრებას ითვალისწინებდა. უზენაესმა სასამართლომ საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა. 27 ნოემბერს მოსამართლე რუბიკ მხითარიანის თავმჯდომარეობით სააპელაციო სასამართლომ დაიწყო საქმის ხელახალი განხილვა.
შეგახსენებთ რომ ამ დროისთვის რობერტ ქოჩარიანი არ არის დაპატიმრებული.