სომხეთის მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა, თუმცა არ დააკონკრეტა როდის და რა ფორმით. ყოფილი პრეზიდენტი, მოუწოდებს 2008 წლის 1-ლი მარტის საქმის წინასწარ გამოძიებას მოხსნან კონფიდენციალურობა და გასაჯაროვდეს.
“ყველას მივმართავთ, რომ მთელი პროცესი იყოს გამჭვირვალე, ამოიღონ წინასწარი გამოძიების მასალები და ნება მისცენ დაცვის მხარეს საქმის ყველა დეტალზე ისაუბრონ,” აღნიშნა ქოჩარიანმა.
აღნიშნული განცხადება ქოჩარიანმა ტელეკომპანია “ერკირ მედიასთან” ინტერვიუს დროს გააკეთა.
ქოჩარიანმა აღნიშნა, რომ დაბრუნება შეიძლება სხვადასხვა ფორმით მოხდეს და დასძინა, რომ ეს განპირობებულია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობით. ” შეხედეთ, სად არის სომხეთი და რა ქვეყნებია გარშემორტყმული მის გარშემო. დააკვირდით ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებს ამ ქვეყნებთან”, – განაცხდა ქოჩარიანმა.