სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის პრესკონფერენციის ჩაშლის შემდეგ, ქოჩარიანის წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა.
“დღევანდელი კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს უმნიშვნელო ხულიგნობად და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, ნებისმიერ შემთხვევაში, ისევ გამართავს პრესკონფერენიას , ან გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ინტერვიუს მეშვეობით. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ის, რაც მოხდა, იყო სასტიკი მცდელობა და ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს პოლიტიკური ოპონენტებისთვის აზრის თავისუფალი გამოხატვის შესაძლებლობას. დღევანდელი ინციდენტი ადასტურებს იმას, რომ ახალი ხელისუფლება არ იზიარებს განსხვავებულ აზრს და შეუძლია ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა განახორციელოს”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, თუმცა აქტივისტების ჯგუფი დარბაზში შეიჭრა და მას პრესკონფერენციის გაგრძელების საშუალება არ მისცა.