
სააპელაციო სასამართლოში სომხეთის მეორე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი 10 აგვისტოს განიხილეს, გადაწყვეტილება კი 13 აგვისტოს 16:00 საათზე გამოქვეყნდება. ინფორმაცია სასამართლო სხდომის შემდეგ ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა გაავრცელა.
” ქოჩარიანი თავად უყმაყოფილობას არ გამოთქვამს პატიმრობის პირობებთან დაკავშირებით, თუმცა საუბარი სასჯელაღსრულების დაწესებულებაზეა. ქოჩარიანი დღეში 1 საათი სეირნობს, მუშაობს თავის წიგნზე, ვარჯიშობს”, – განაცხადა არამ ორბელიანმა.
რობერტ ქოჩარიანს ბრალდება 2008 წლის 1-ლი მარტის აქციის მშვიდობიან მონაწილეებზე ძალადობის და აქციის დაშლისთვის შეირაღებული ძალების გამოყენებისთვის წაუყენეს.