რობერტ ქოჩარიანის ადვოკატთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა – სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მას 2 მილიარდი დრამის (4,2 მილიონ აშშ დოლარი) ოდენობით გირაო შეეფარდა. სხდომას თავმჯდომარეობდა მოსამართლე არსენ ნიკოღოსიანი.
სააპელაციო სასამართლომ დაასრულა სომხეთის მეორე პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის ადვოკატთა შუამოდგმლობის განხილვა.
გასული წლის 26 ივლისს ქოჩარიანს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობისა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. 7 დეკემბერს ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს, მიმდინარე წლის 12 თებერვალს კი მას კიდევ ერთი ბრალდება – დიდი რაოდენობით ქრთამის აღება წაუყენეს. რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა. კონსტიტუციური წყობის დამხობის საქმეზე ქოჩარიანთან ერთად ბრალდებულის სტატუსით შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი იური ხაჩატუროვი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სეირან ოჰანიანი და ყოფილი ვიცეპრემიერი არმენ გევორქიანი ფიგურირებენ.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021