
სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რობერტ ქოჩარიანმა, რომელსაც 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში ედება ბრალი, ერევნის საქალაქო სასამართლოში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მან სარჩელი სასამართლოში 17 სექტემბერს შეიტანა და პატივისა და ღირსების დაცვას ითხოვს. საქმეს მოსამართლე ჰაიარფი ზარგარიანი განიხილავს.
„პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საჯარო გამოსვლებში 2008 წლის 1 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით რობერტ ქოჩარიანის პატივისა და ღირსების შემლახველ განცხადებებს აკეთებდა. ამის გამო ქოჩარიანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ითხოვს საკუთარი პატივისა და ღირსების საჯაროდ გამოთქმული ცილისწამებისგან დაცვას“, – განაცხადა ქოჩარიანის ადვოკატმა არამ ორბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფაშინიანმა ქოჩარიანი 2008 წლის 1-ლი მარტის საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს „10 ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაში“ დაადანაშაულა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021