სომხეთის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სასამართლომ, პირველი ინსტანციის მიერ რობერტ ქოჩარიანის დაკავების თაობაზე გამოტანილი საჯელი განიხილა და აღკვეთის ღონისძიება შეცვალა.
სასამართლომ, ალექსანდრ აზარიანის თავმჯდომარეობით ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ქოჩარიანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქოჩარიანი, როგორც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ხელშეუხებლობით სარგებლობს.
ქოჩარიანი 27 ივლისს დააკავეს. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021