
სომხეთის საინფორმაციო სააგენტო armtimes.com “კარგად ინფორმირებულ წყაროებზე” დაყრდნობით იტყობინება, რომ რობერტ ქოჩარიანი 1-ლი მარტს მოვლენებთან დაკავშირებით დაიკითხება.
1-ლი მარტის საპარლამენტო მოსმენების მომდევნო დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, გენერალურ პროკურორს მიმართა გამოიძიონ “არმიის მონაწილეობით1-ლი მარტის მოვლენები” და დაიკითხოს სომხეთის მეორე პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი. თუმცა, პროკურატურამ მხოლოდ ფაშინიანის განცხადების ერთი პუნქტი განიხილა და რობერტ ქოჩარიანის დაკითხვის თაობაზე განაცხადა, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანი, ფაქტობრივად, 10 წლის წინანდელი პოლიტიკური მკვლელობის საქმის გამოძიებას და მაღალჩინოსნების პასუხისგებას აპირებს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021