სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის ცოლმა, რიტა სარგსიანმა ფონდის “აჩუქე ცხოვრება” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდის დირექტორმა ვერჟინე ვოსკანიანმა განაცხადა.
სომხეთში ხელისუფლების შეცვლიდან მალევე, ფონდის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ფონდი დროებით აჩერებდა მის საქმიანობას, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ფონდის პრეზიდენტი რიტა სარგსიანი, რომელიც ორგანიზაციას 2010 წლიდან უძღვებოდა, აღარ გააგრძელებს მუშაობას.
ამ განცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მეუღლემ ანნა ჰაკობიანმა მოუწოდა სხვადასხვა ფონდებსა და სპეციალისტებს, რათა დაეხმარონ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს, რომ ისინი დახმარების გარეშე არ დარჩნენ.
სომხური საქველმოქმედო ფონდი “აჩუქე სიცოცხლე” 2009 წლიდან მოქმედებს, ხოლო 2010 წლიდან მას რიტა სარგსიანი ხელმძღვანელობს.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021