სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე კენჭისყრაზე პრემიერ-მინისტრი ვერ აირჩია. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მწვავე დებატების შემდეგ, ოპოზიიის მიერ წარდგენილ სახალხო კანდიდატს ნიკოლ ფაშინიანს მხარი 45-მა დეპუტატმა დაუჭირა, 55-მა კი მის წინაააღმდეგ მისცა. შესაბამისად, “ხავერდოვანი” რევოლუციის ლიდერი ფაშინიანი პრემიერ-მინისტრი ვერ გახდა.
გადაწყვეტილებას ერევნის ცენტრში შეკრებილი ათასობით მხარდამჭერი დიდ მონიტორზე ადევნებდა თვალს და შეძახილებით გააპროტესტეს შედეგი.
ბოლო ინფორმაციით, პარტიამ “დაშნაკცუთიუნმა” და “წარუკიანის” ბლოკმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ფაშინიანის კანდიდატურას, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, მხარს არ დაუჭერდა მას.
აღსანიშნავია, რომ პარტია “დაშნაკცუთიუნის” ერთმა წევრმა, აღვან ვარდანიანმა განაცხადა, რომ ხმას არ მისცემდა ნიკოლ ფაშინიანს. “დაშნაკცუთიუნი” ითხოვს, რომ ვარდანიანმა დატოვოს დეპუტატის მანდატი.
მომდევნო კენჭისყრა პარლამენტში 7 დღის ვადაში დაინიშნება და თუ ისევ ვერ აირჩიეს პრემიერი, შემდეგ 40 დღის ვადაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.