დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებას ზეიმობენ. დღესასწაული აღდგომიდან მეორმოცე დღეს მოწაფეებთან უფლის გამოცხადებასა და შემდგომ მის ზეცად ამაღლებას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ამაღლების დღესასწაულს, მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს მათ“ , – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021