2019 წლისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის 280 მილიონი ლარი გამოიყოფა. მათ შორის გათვალისწინებულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამაც. ამის შესახებ Droa.ge წერს.
როგორც ცნობილია, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა მუნიციპალიტეტებში იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს აღემატება.
რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, ის ორწლიანი პაუზის შემდეგ აღდგება, თუმცა, პროგრამაზე, 50 მილიონი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 20 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის რეგიონული ფონდის 280 მილიონიდან დაიფარება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მუნიციპალიტეტებში ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, რომელთა ღირებულებაც 50 ათას ლარს არ აღემატება. რა ფორმულით განაწილდება თანხა მუნიციპალიტეტებზე, ჯერჯერობით, უცნობია და ამაზე ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები ახლა მუშაობენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, ბიუჯეტის დიდი ნაწილი – 1 მილიარდ 377 მილიონი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, მათ შორის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთების მშენებლობას.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021