რატომ ჯარიმდება მძღოლი სომხეთში გაცემული მართვის მოწმობით. შსს-ს კომენტარი

5 ივლისიდან მოყოლებული ნინოწმინდაში საპატრულო პოლიციამ აქტიურად დაიწყო იმ მძღოლების დაჯარიმება, ვისაც სომხეთში გაცემული მართვის მოწმობა ჰქონდა.

მძღოლებმა გააპროტესტეს ჯარიმების გამოწერის ფაქტი, ვინაიდან არანაირი გაფრთხლიება შსს-ს მხრიდან მანამდე არ ყოფილა. რომელი კანონის საფუძველზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქეები, რომლბსაც სხვა ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობები ჰქონდათ? 1.იმ შემთხვევაში თუ პირი (საქართველოს მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი) მიიჩნევა მართვის უფლიბის არმქონედ, ჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ამ კანონის საფუძველზე როგორ რეგულირდება სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობების მოქმედება საქართველოს ტერიტოტიაზე?

რომელი კანონი ვრცელდება სხვა ქვეყნის მოქალაქეზე, რომელსაც აქვს სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობა, მაგრამ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და მის ავტომობილსაც აქვს საქართველოში რეგისტრირებული სანომრე ნიშანი?

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს #598 ბრძანების თანახმად საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს და მოქალაქების არმქონე პირს რომელიც ფლობს უცრო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, მაგრამ არაუმეტეს მისი საქართველოში შემოსვლიდან ერთი წლისა, უფლება აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში როგორც მძღოლმა. ამასთან, აღნიშნული ბრძანების 48-ე მუხლის პირველი პუნქტის ,ა, ქვეპუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 12ნვლისის #365 ბრძანებით, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული

შემთხვევიბისა, საქართველოს ტერიტორიაზე მონაწილეობა მიიღოს საგზაო მოძრაობაში, როგორც მძღოლმა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობით, უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვამდე მაგრამ კალენდარული წლის განმავლობაში მისი საქართველოში პირველად შემოსვლიდან არაუმეტეს ერთი წლისა.

როდის იქნა მიღებული კანონი, რომელიც არეგულირებს სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობების მოქმედებას საქართველოს ტერიტორიაზე? 3. აღნიშნული ბრძანება ძალაშია 2012 წლის 1 აგვისტოდან და მოქმედებს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. (ბრძანების 48 – ე. მუხლის პირველი პუნქტის ,ა, ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილება ძალაშია 2017 წლის 12 ივლისიდან და ვრცელდება 2016 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).

რა სანქცია ელოდება უკვე დაჯარიმებულ საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობებით? 4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 121 – ე. მუხლის პირველი ნაქილის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს დაჯარიმებას მართვის უფლების არმქონე პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, განსაზღვრულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

შეუძლიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობები გადაცვალონ საქართველოში გაცემულ მოწმობაზე? პირდაპირ შეუძლიათ გადაცვლა თუ უნდა ჩააბარონ შესაბამისი გამოცდები?

5.უცხო ქვეყნის მიერ გაცემული მართვის მოწმობის შეცვლას საქართველოს მართვის მოწმობით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს #598 ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შსს სსიპ მომსახურების სააგენტო და მართვის მოწმობის შეცვლა არ ითვალისწინებს გამოცდის ჩაბარებას.

როგორ ვრცელდება ქულათა 100-ბალიანი სისტემა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომელთაც აქვთ სხვა ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობა? 6. ქულათა სისტემა ერთნაირად ვრცელდება, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეხნის მიერ გაცემული მართვის მოწმობაზე.

დღიდან ამ კანონის მიღებისა რამდენი სამართალდარღვევა გამოვლინდა საქართველოს ტერიტორიაზე? – რაც შეეხება იმას თუ რამდენი მოქალაქე იყო დაჯარიმებული 2012 წლიდან დღემდე კონკრეტულად განცხადებაში მითითებული სამართალდარღვევის ჩადენის გამო, აღნიშნულზე შსს საპატრულო დეპარტამენტს სტატისტიკურ მონაცემები არ გააჩნია.

იყვნენ თუ არა მოქალაქეები ინფორმირებული ამ კანონის შესახებ და როგორ? – რატომ ამოქმედდა აღნიშნული კანონი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2017 წლის 5 ივლისიდან? მანამდე მსგავსი სამართალდარღვევები არ ფიქსირებულა?.

ამ შეკითხვაზე შსს-დან სამწუხაროდ პასუხი ვერ მივიღეთ.

nor.ge

Leave a Reply