Latest posts by Aliq Media (see all)
21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ ახალი მერი და საკრებულოს დეპუტატები პირველივე ტურზე აირჩია.
რა მოლოდინი აქვს ადგილობრივ მოქალაქეებს და რა პრობლემების გადაჭრის წინაშე დადგება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული ხელმძღვანელობა? ამ შეკითხვებით რადიო nor.ge-ის ჟურნალისტებმა მოსახლეობას მიმართეს, შედეგად კი გაირკვა, რომ მოსახლეობას ძირითადად, დასალევი წყალის პრობლემა, გზების ცუდი მდგომარეობა, ღამის გათების არ არსებობა, უმუშევრობა, მიწების არათანაბრად გადანაწილება და რეგისტრაცია, ასვეე სოფლის მეურნეობის განუვითარებლობა აწუხებს.