Latest posts by Aliq Media (see all)
30 სექტემბერს სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნით დათარიღებული ტაძარი მდებარეობს, სადაც 2016 წლიდან სარესტავრაციო სამუშაოები ხორციელდება.
კუმურდოს ტაძრის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს სამარხები, რომლებიც სავარაუდოდ, ადგილობრივი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის წინაპრებს ეკუთვნოდა. მოსახლეობამ, რამდენიმეთვიანი ბრძოლის შემდეგ, ეკლესიის ეზოში აღმოჩენილი ნეშტების გადასაფლავება მოახერხა.
30 სექტემბერს, შექმნილი დაძაბულობის მიზეზი გახდა ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი კოლექტიურ სამარხზე ხაჩქარის(ჯვარი) დადგმა.
მას შემდეგ, რაც სპეციალური დანიშნულების რაზმმა მათ წინააღმდეგ ძალადობას მიმართა, საპასუხოდ, მოსახლეობამ ქვების სროლა დაიწყო.
მას შემდეგ, რაც სოფელ კუმურდოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა და აშკარა გახდა, რომ სიტუაცია უმართავი ხდებოდა, შემთხვევის ადგილას ადგილობრივი ჩინოვნიკები და სხვა დაინტერესებული პირები ჩავიდნენ. დღის ბოლოს კი კუმურდოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეწვია, რომელმაც ადგილობრივებს ამცნო, რომ ჯვრის აღმართვის საკითხი სომხურ და ქართულ ეკლესიებს შორის არსებული დიალოგის ფარგლებში გადაწყდება.
იმავე დღის 18:40 საათზე, შსს-მ დაკავებული გუმბურდოს (კუმურდო) მაცხოვრებლები გაათავისუფლა და სოფელში დააბრუნა. მათ კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა, გათავისუფლებულებს, ტანსაცმელი ნაწილობრივ დახეული ჰქონდათ, სახეებზე კი დარტყმის კვალი ეტყობოდათ.
საღამოსთვის უკვე ინციდენტი ამოიწურა და შეკრებილი მოსახლეობა დაიშალა.