Latest posts by Aliq Media (see all)
განვითარების რა ეტაპზეა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რა იციან ნატოს შესახებ ახალქალაქში? მსგავსი გამოკითხვა ახალქალაქის ქუჩებში სააგენტო jnews-მა ჩაატარა.
სააგენტოს მიერ გამოიკითხა სხვადასხვა ასაკისა და სქესის 15 შემთხვევითი რესპოდენტი. გამოკითხულთაგან მხოლოდ სამი იყო ინფორმირებული ჩრდილოატლანტიკური კავშირის შესახებ. შეკითხვაზე, რა არის ნატო, გამოკითხულთა უმრავლესობამ უპასუხა: „არ ვიცი“. მაგრამ გაცილებით საინტერესო პასუხებიც იყო, ვიდრე „არ ვიცი“.
„ეს ორგანიზაციაა, სადაც სახელმწიფო, რაღაც სამხედროა. როგორ იხსნება აბრივიატურა არ ვიცი“. „არ ვიცი, ვერ ავხსნი“. „ეს რაღაცაა, რომელიც დაკავშირებბულია პოლიტიკასთან“. „მე მოხუცებული ვარ, არ ვიცი რა არის ნატო“. „ ეს სახელმწიფოა, უი არა. ვიცი რაც არის, მაგრამ არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ“. „ნატო საერთაშორისო ორგანიზაციაა“. „გაქრეს და დაიკარგოს ნატოც და თურქეთიც. ყველაზე სახიფათო მანდ თურქეთია“. „ნატო შეიქმნა აშშ-ს მიერ. ნატო ძალიან ცუდი სახელმწიფოა“. „ნატო ყოველთვის ცუდი იყო“. „აშშ უფრო კარგია ვიდრე ნატო“. „ეს ორგანიზაციაა, რომელშიც შედის აშშ და ევროპული ქვეყნები, მათ რაოდენობას ვერ ვიტყვი, ვიცოდი მაგრამ დამავიწყდა, ისინი ერთნანეთისთვის სტარტეგიული პარტნიორები არიან, მათ ნატო აერთიანებს“. „მართალი გითხრათ, მე ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან“.
საქართველომ აიღო ნატოს ვექტორი და საზოგადოებრივი გამოკითხვები გვიჩვენებს, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს ამ მიმართულებას. თუმცა, ახალქალაქელების პასუხები შეკითხვაზე „რა არის ნატო?“, სერიოზულ გაკვირვებას იწვევს.