Latest posts by Aliq Media (see all)
სომხეთის შირაკის (ლენინაკანი) თემის „წმინდა იოთ ვერქ“ ეკლესიის ქველმოქმედების ჯგუფის ახალგაზრდების „1 მისალოცი ბარათი = 1 ბინა“ ინიციატივა, რომლითაც 1988 წლის სპიტაკის მიწისძვრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები იღებენ ბინებს, შეუერთდა ასევე სამცხე-ჯავახეთი.
მიუხედავად იმისა, რომ დამანგრეველი მიწისძვრიდან გასულია მთელი 28 წელი, მრავალი ოჯახი ჯერაც რჩება უსახლკაროდ. „1 მისალოცი ბარათი = 1 ბინა“ აქცია დაიწყო 2013 წელს და გრძელდება დღემდე, ამჯერადაც პროექტის მიზანია უსახლკარო ოჯახი უზრუნველყოს ბინით.
წელს ამ ინიციატივას შეუერთდა სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა. ახალქალაქის „სურბ ხაჩ“ ეკლესიის სასულიერო წინამძღვარ, ტერ ტათევ მარუქიანის ინიციატივით 500 მისალოცი ბარათი მზადდება სამცხე ჯავახეთში. მისალოცი ბარათი, რომელიც ღირს 2 ლარი, ხოლო აქციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ მამა ტერ ტათევ მარუქიანს.
წლევანდელი პროექტის დაწყებიდან უკვე გასულია 2 თვე. ყოველ კვირას სომხეთში ქალაქ გიუმრიში ეკლესიასთან მდგარი ახალგაზრდები ყიდიან მისალოც ბარათებს.
2016 წელს დაიბეჭდა 11 000 ბარათი. ამ დროისთვის პროექტი განხორციელებულია 70%-ით.