“თუ პოლიტიკაში დავბრუნდი, ვფიქრობ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც მივიღებ მონაწილეობას”, – ამის შესახებ სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა Sputnik-Armenia-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“თუ დავბრუნდი პოლიტიკაში, ბუნებრივია, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებშიც მივიღებ მონაწილეობას. ალბათ, ადრეა საუბარი ფორმატის შესახებ, ჯერ კიდევ საკმარისი დრო გვაქვს, სიტუაცია დინამიკურად შეიცვლება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია საორგანიზაციო საკითხები მოვაგვაროთ. ამ დროისთვის ეს ჩემი და ჩემი გუნდისთვის მთავარი პრობლემაა”, – განაცხადა რობერტ ქოჩარიანმა.
მისი თქმით, მას საკუთარი თავის, მის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების და მოქალაქეების იმედი აქვს. “და სანამ ეს ძალა ძლიერია, უფრო მეტად იქნება ალიანსების აშენება ან პროცესების გადატანა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021