არმავირის ყურძნის მწარმოებლებმა, 4 სექტემბერს, დილით არმავირი-ერევნის გზატკეცილი გადაკეტეს, რის შედეგადაც მოძრაობა პარალიზებულია.
ისინი ერევნის კონიაკის ქარხნის არმავირის ფილიალისგან ყურძნის მოსავლის ფასის გაზრდას ითხოვენ. მევენახეებს ამ ქარხანასთან აქვთ გაფორმებული ხელშეკრულება.
“სათანადო წამლების, დიზელის საწვავის ფასი გაზარდეს, ამაზე არავინ არ საუბრობს. მათ შეამცირეს ფასები ჯერ160, შემდეგ 140 დრამამდე, ახლა ამბობენ, რომ ხვალ ახალ ფასს გამოაქვეყნებენ”, – აცხადებენ აქტივისტები.