Latest posts by Aliq Media (see all)
აზერბაიჯანში თურქეთის არმიის მიერ ბაქოს გათავისუფლების 100 წლისთავთან დაკავშირებით აღლუმი ჩატარდა.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ბაქოში საზეიმო აღლუმზე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს. ერდოღანის თქმით, სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნაზე საუბარიც კი შეუძლებელია.
თურქეთმა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანთან სოლიდარობის ნიშნად, 1993 წელს სომხეთთან სახმელეთო საზღვარი გადაკეტა.
აღლუმი 1918 წელს ბაქოსთვის ბრძოლაში აზერბაიჯანი-თურქეთის ჯარის გამარჯვების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. ამ ისტორიულ ეპიზოდს აქამდე რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება აქვს, მაგრამ აზერბაიჯანში 15 სექტემბერი ბაქოს განთავისუფლების თარიღად და არაოფიციალურ დღესასწაულად ითვლება. მათ შორის – ორი ქვეყნის მეგობრობის დღესასწაულადაც.
1917 წელს რუსეთში მონარქიის დამხობისა და პირველი მსოფლიო ომის ფონზე აზერბაიჯანი ვერცერთმა დამპყრობელმა ვერ დაიპყრო და აქ ხელისუფლებისთვის ბრძოლა რამდენიმე ძალას შორის გაჩაღდა. 1918 წლის 15 სექტემბერს ბაქოსთვის გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა. ერთი მხრივ, ამ ბრძოლაში თურქეთის და აზერბაიჯანის ჯარი მონაწილეობდა, მეორე მხრივ – ბრიტანეთის საექსპედიციო კორპუსი და ე.წ. „შუა კასპიის დიქტატურები“, სხავადასხვა პარტიის გაერთანება, სადაც სომხების პარტია „დაშნაკცუტიუნიც“ შედიოდა. თურქეთ-აზერბაიჯანის ჯარმა გაიმარჯვა. ამან ახლად შექმნილ აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკას დედაქალაქის გაკონტროლების და 22 თვით არსებობის საშუალება მისცა, იმ მომენტამდე, ვიდრე ქალაქში ბოლშევიკების 11-ე არმია შევიდოდა.