Latest posts by Aliq Media (see all)
კომპანია „Coca-Cola Bottlers Georgia“-ს დირექტორმა, თემურ ჭყონიამ, სომხეთში McDonald`s-ის გახსნის ლიცენზია მოიპოვა, ამის შესახებ წერს სააგენტო „Business Грузия“.
სტატიის მიხედვით, McDonald’s Georgia უკვე აღიქმება როგორც McDonald’s-ის პარტნიორი, და ხელშეკრულების თანახმად, მას საქმიანობა შეუძლია იმ ქვეყნებში სადაც აღნიშნული სარესტორნო ქსელი არ არსებობს.
ბიზნესმენის მიხედვით, 7 თებერვალს სომხეთში დელეგაცია ჩავა. საწყის ეტაპზე ერევანში გაიხსნება 3-4 რესტორანი. ვიზიტის ფარგლებში გადაწყდება რესტორნის მშენებლობის კონკრეტული ადგილი.
„მხოლოდ ლიცენზიის აღება არ ნიშნავს იმას, რომ McDonald’s Georgia უკვე აშენდა, ახლა ჩვენ უფრო სერიოზული სამუშაო გველის. საჭიროა იურიდიული საკითხების გადაწყვეტა“.
ერთი ობიექტის გახსნაზე დაიხარჯება 2,5-3 მილიონი ევრო, აღნიშნა ჭყონიამ.