ქართველი ექსპერტები სომეხ კოლეგებს წამების პრევენციებთან დაკავშირებით რჩევებს გაუზიარებენ. მომავალში გამოცდილი ქართველი ექსპერტები სომეხ კოლეგებს დახურულ და ნახევრად დახურულ დაწესებულებებში წამების, წამების მსხვერპლთა აღდგენის, ამ საკითხთან დაკავშირებით ადოკვატირებისა და ცნობიერების ამაღლების, ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად დაეხმარებიან.
ევროკავშირის დაფინანსებით პროგრამა “ბრძოლა წამების და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში” 2018 წლის 1-ლი თებერვლიდან ამოქმედდა სომხეთში. პროექტი ქალაქ ვანაძორში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კაბინეტის წარმომადგენლებისა და საქართველოს წამების მსხვერპლების ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან (GCRT) თანამშრომლობით ხორციელდება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. უფასო იურიდიული მხარდაჭერა და სარეაბილიტაციო მომსახურება წამების მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისათვის, ადვოკატირება საერთაშორისო დონეზე და ჟურნალისტური თემატური მასალების კონკურსი.
ალიქ მედიასთან ინტერვიუს დროს, ქალაქ ვანაძორის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კაბინეტის კოორდინატორი ოფელია ზალიანი აცხადებს, რომ აღნიშნული ქართველ ექსპერტებთან ერთად თანამშრომლობის პირველი პროგრამა არ არის.
“ორგანიზაცია GCRT საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა და მას აქვს ძალიან დიდი და პროფესიონალი ექსპერტთა ჯგუფი”, – განაცხად ზალიანმა.
პროგრამის ფარგლებში სომხეთის ქალაქ წაღკაძორში, GCRT-ის გამოცდილმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებთან ისაუბრეს პროექტის დეტალებზე.
“სომხები და ქართველები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო. ამ თვალსაზრისით ძალიან მარტივი და ეფექტურია ერთმანეთთან მუშაობა. ჩვენ ასევე გვაქვს იგივე პრობლემები, რომლებიც ეხება დახურულ დაწესებულებებში პატიმრების მკურნალობას და რეაბილიტაციის საკითხებს” , -ალიქ მედიას ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა GCRT-ის ფსიქოლოგმა მაია ცირამუამ.
“როგორც სომხეთში ასევე საქართველოშიც, საზოგადოებას აქვს მთელი რიგი სტერეოტიპები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ჯგუფებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში უშლიან ხელს. მაგალითად, ყოფილ მსჯავრდებულებს სერიოზული პრობლემები აქვთ საზოგადოებაში დაბრუნებისას, დამსაქმებლები არ აღიარებენ მათ მუშაობას, ხშირად კი საკუთარი ოჯახი უარყოფს მას. არასრულწლოვნები ხშირად სკოლაში არ ბრუნდებიან. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებითაც მუშაობს” , – აცხადებს ცირამუა.
ცირამუას თქმით, საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შეძლეს წარმატებული არასრულწლოვან მსჯავრდებულთა კანონის შემოღება, რომლის მეშვეობითაც არასრულწლოვან მსჯავრდებულს საშუალება ეძლევა რეაბილიტაციის. ამისთვის კი სპეციალური პროფესიონალები, ფსიქოლოგები მუშაობენ, რომლებიც ქვეყანაში ამ მიმართულებით, სიტუაციის შეცვლას ცდილობენ..
“მაგრამ ამ კანონის მიღებამდე ბევრი რამ შევცვალეთ. ჩვენ შევცვალეთ პოლიციის, მოსამართლეებისა და გამომძიების მიდგომა. ჩვენ ვმუშაობთ უფრო მეტად დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებით. უახლოეს მომავალში ვისაუბრებთ მსგავს საკითხებზე ჩვენს სომეხ კოლეგებთან და გამოცდილებას გავუზიარებთ მათ. პროგრამის ფარგლებში ისინი საქართველოში ჩამოვლენ, რათა გაეცნონ სიტუაციას, გარდა ამისა ქვეკონტრაქტორი ორგანიზაცია უზრუნველყოფს 250 პატიმრის ან მათი ოჯახის წევრების სარეაბილიტაციო დახმარებას”, – აღნიშნა ცირამუამ.