დღეს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ისაუბრა სომხეთსა და საქართველოში პანდემიის პრევენციის ზომების შესახებ.
მინისტრმა, კერძოდ, უპასუხა შემდეგ შეკითხვას:
”როგორც ვხედავთ, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება, რით არის განპირობებული სომხეთსა და საქართველოს შორის განსხვავებები? საქართველოში კოვიდინფექციის აღრიცხვის მეთოდოლოგია თუ განსხვავდება და მოახერხა თუ არა საქართველომ ინფექციის გავრცელების პრევენცია?”
„არ უარვყოფ, რომ საქართველოში შემზღუდველი ზომები უკეთესი, მკაცრი და ძლიერი იყო, ეს დღემდეც ასეა. ასევე არსებობს განსხვავება მეთოდოლოგიაში: საქართველოს ჯანდაცვისა და ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა მკვეთრად განსხვავდება სომხეთის სისტემისგან, თანაც არა კარგი კუთხით. ჩვენი სისტემა უფრო ძლიერია, არ ვტრაბახობ, ეს ფაქტია – ვამბობ ამას არა პოლიტიკურ , არამედ პროფესიულ ჭრილში“, – განაცხადა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა. იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეზობლებს, შეეძლებათ გააძლიერონ თავიანთი სისტემები. იგივე ეხება ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას. ეს სამი ქვეყანა მნიშვნელოვანია, რადგანაც, ჩვენ ძალიან დაუცველები ვართ ნაკადების თვალსაზრისით,“- განაცხადა ტოროსიანმა.
მოგვიანებით , სომხეთის ჯანდაცვის პრესსპიკერმა განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ტოროსიანის სიტყვა ქართულ მედიაში კონტექსტიდან ამოგლეჯილად იყო წარმოდგენილი, რამაც სრულიად შეცვალა მისი მნიშვნელობა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021