“ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი ზაურ დარგალი იქნება . დარგალი ამ დრომდე ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორის ზაურ დარგალიცაა.
„ზაურ დარგალი არის გამორჩეული ახალგაზრდა. იგი არის დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ჩვენი პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში. მას დღემდე უკავია ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა. ზაურს აქვს ქვემო ქართლში წარმატებული მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება, ის არის ნათელი სახე, ეთნიკურად აზერი, ჩვენი სამშობლოს საამაყო შვილი. გვჯერა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საქმიანობას ის ასეთივე წარმატებით გაუძღვება”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნების” მარნეულის ბიუროსთან კონსულტაციების შემდგომ გააჟღერებს, ხოლო ამ ეტაპზე საკუთარი პროგრამისა და ხედვების შესახებ საუბარზე თავი შეიკავა.
მარენულში მერის არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.
marneulifm.ge
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021