Latest posts by Aliq Media (see all)
ეთნიკური უმცირსობებით კომპაქტურად დასახლებულ პუნქტებში ქართული ენის სწავლების პრობლემა ჯერ კიდევ სრულად გადაწყვეტილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ საკითხის გადასაწყვეტად ბევრი ნაბიჯი იქნა გადადგმული.
რადიო „ნორის“ ინფორმაციით 1+4 პროგრამის საშულებით ახლაგაზრდები უმაღლესი განათლების მისაღებად უფრო მეტად რჩებიან საქართველოში.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტეის სოფელი განძას №2 საშუალო სკოლის დირექტორის თქმით: „უკვე მე-8 წელია, რაც განძის სკოლაში როგორც სახელმწიფო ენა – ქართული სიღრმისეულად ისწავლება, ჩვენ სკოლაში მაღალ დონეზეა ქართულის სწავლა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ქართულს ისევე გადიან და სწავლობენ, როგორც ქართულ სკოლებში. თუ ერთ დროს თბილისში საერთოდ არ ჩამოდიოდნენ უმაღლესი განათლების მისაღებად, ახლა 7-8 მოსწავლე გვყავს კლასში, რომლებიც უმაღლებას განათლებას თბილისში ეუფლებიან, ეს კი იმის შედეგია, რომ მთავრობის მხრიდან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და სახელმწიფო ენა უნდა ვიცოდეთ“ – აღნიშნავს სკოლის დირექტორი – სარგის დურგარიანი.
მისივე სიტყვებით: „ჩვენ ყველაფერი გვაქვს: ქართული ენის სწავლისთვის სპეციალურად მოწყობილი ოთახიც კი; ასე რომ, ჩვენ მზად ვართ შევასრულოთ ეს დიდი საქმე“.
წელს სოფელი განძადან 1+4 პროგრამით სასწავლებლად დამამთავრებელი კლასიდან 3 აბიტურიენტი ემზადება.