ქართული დელეგაცია სომხეთში ფრანკოფონიის მე-17 სამიტს ესწრება

ქართული დელეგაცია, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას იღებს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მე-17 სამიტზე, რომელიც ერევანში 11-12 ოქტომბერს მიმდინარეობს.

ფრანკოფონიის სამიტზე წარმოდგენილი იქნება 83 ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციები, ასევე ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის 10-ზე მეტი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლი.

ერევანში მე -17 ფრანკოფონიის სამიტის ლოგოდ ბროწეული შეარჩიეს, როგორც ფრანკოფონიის სიმშვიდის და კეთილდღეობის ნიშანი მთელს რეგიონში.

ორთვიანი ღონისძიების ფარგლებში, მრავალი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება, როგორც ერევანში, ასევე სხვა ქალაქებში.