Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის ღონისძიებების ფარგლებში, 25 აპრილს სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“, რომელსაც ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, ქართული სათვისტომოს წევრები.
პარალელურად, გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში არსებული ქართული წიგნების გამოფენა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 20 მარტს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული წიგნის “სამი ბიბლიური ნოველა” პრეზენტაციით დაიწყო სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.