ქართულ უნივერსიტეტებში განმცხადებლების რაოდენობა გაორმაგდა

 

ახალქალაქის რაიონიდან ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველებვის რაოდენობა გაორმაგდა. დღევანდელი მდგომარეობით აბიტურენტები, ქართულ უნივერსუტეტში სასწავლებლად, გამოცდას 1+4 პროგრამით აბარებენ.

6 ივლისს, დილის 9 – 12საათამდე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს საგამოცდო ცენტრში ზოგად უნარებსა და მათემატიკას თავიანთ მშობლიურ ენაზე აბარებდნენ .

გამოცდები ცენტრალიზებული სისტემით ტარდება, ხოლო შედეგები 20 დღის შემდეგ იქნება ცნობილი. გამოცდის შედეგები მონაწილეებისთვის სატელეფონო შეტყობინებებით გახდება ცნობილი .

2016-2017 სასწავლო წლის ბოლოს ახალქალაქის რაიონის 67 სკოლაში 827 აბიტურიენტი იყო, რომელთაგან 447-მა რეგისტრაცია ქართულ სასწავლებელში ჩასაბარებლად გაიარა. განმცხადებლებს რამდენიმე უმაღლესის მითითების უფლება აქვთ, რაც დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

1+4 პროგრამა 2010-2011 სასწავლო წლიდან მოქმედებს. “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში, კერძოდ ამ კანონის 473 მუხლში, მითითებულია ენები, რომელზეც აბიტურიენტს უფლება აქვს ჩააბაროს გამოცდა, ესენია : აზერბაიჯანული, სომხური, აფხაზური და ოსური.

პროგრამის ეფექტურობა ნათლად არის გამოხატული სტუდენტების რაოდენობის ყოველწლიურ ზრდაში.

2010 წლის სომხურენოვანი ტესტების შედეგებით, ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 123 სტუდენტმა მიიღო, რომელთაგან 112-ი სახელმწიფომ დააფინანსა.

2011 წელს 179 აბიტურენტიდან 99-მა მიიღო დაფინანსება, ხოლო 2012 წელს განმცხადებლების რაოდენობა უკვე 200 იყო, რომელთაგან 98-მა მიიღო გრანტი.

2013 წელს 186 სომეხი აბიტურენტი – 91 დაფინანსებით, 2014 წელს 217 აბიტურენტი – 89 დაფინანსებით, 2015 წელს 219 აბიტურენტი – 92 დაფინანსებით, ხოლო 2016 წელს აბიტურენტების რაოდენობა გაიზარდა 300-მდე, მაგრამ დაფინანსება მხოლოდ 95 სტუდენტმა მიიღო.

წელს კი, მხოლოდ ახალქალაქის რაიონიდან აბიტურენტების რაოდენობა 447-ს უდრის.

თუ რამდენმა სკოლადამთავრებულმა შეიტანა განაცხადი სომხეთის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად, უცნობია.

Leave a Reply