ქართულ-სომხური სანაგნანათლებლო ხიდი სოფელ განძაში

23 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში მდებარე ვაჰან ტერიანის სახელობის სახლ მუზეუმს, „მხითარ სებასტაცის“ სახელობის საგანმანათლებლო დაწესებულების 70 წარმომადგენელი ეწვია. ისინი რეგიონში ახალქალაქის მე-3-ე სკოლის დირექტორმა მიიწვია.

საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორის სიტყვებით მათი ვიზიტის მიზანი ქართულ-სომხური სანაგნანათლებლო ხიდის შექმნაა.

„რეგიონში ვიზიტის დროს, ჩვენ არ შეგვეძლო სახელოვანი სომეხი პოეტის მამულეთში არ ჩამოვსულიყავით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ ხშირად ჩამოვდივართ, ეს ვიზიტი მაინც განსხვავებულია სხვებისგან – დღეს აქ საგანამანათლებლო ჯგუფთან ერთად  ჩამოვედით და გადავწყვიტეთ, რომ  მათ „ტერიანული“ ვირუსი შევყაროთ“, – აღნიშნა აშოტ ბლეიანმა.

სოფელი განძას წმინდა კარაპეტის ეკლესიაში, ჯგუფთან ერთად ჩამოსული გუნდი სასულიერო სიმღერებით წარსდგა საზოგადოების წინაშე, ხოლო პოეტის სახლ-მუზეუმთან ვაჰან ტერიანის ლექსები წაიკითხეს. წონისძიებას სტუმრებთან ერთად ადგილობრივი ახალგაზრდობაც დაესწრო.

საგანმანათლებლო ჯგუფი ახალქალაქს  22 ივნისს ეწვია, შემდეგ კი მათ მუსიკოსის ჯივანის მამულეთისკენ – სოფელ კარწახში გადაინაცვლეს.

nor.ge.

 

Leave a Reply