Latest posts by Aliq Media (see all)
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში ქართულ-სომხური კეთილმეზობლური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილებდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები, რომლებმაც სომხური და ქართული სიმღერები, ცეკვები და ლექსები წარმოადგინეს.
ღონისძიება ჩატარდა „სხვა საქართველო სად არის?!“ პროექტის ფარგლებში. პროექტის ავოტორი, სკოლის ქართული ენის პედაგოგი -იამზე მსხვილიძე არის. როგორც თვითონ აღნიშნავს, ღონისძიების მიზანი ორი ერის ლიტერატურის გაცნობა და ქართველებსა და სომხებს შორის ახლობლური ურთიერთობების ხელშეწყობაა.
„უკვე რამდენიმე წელია სოფელ დილისკაში ქართულს ვასწავლი. თავდაპირველად ერთი მიზანი მქონდა – ბავშვებმა მაქსიმალურად ადვილად კომუნიკაცია შეძლონ, მაგრამ ახლა გაცილებით ბევრს მოვითხოვ. „სხვა საქართველო სად არის?!“ პროექტის ფარგლებში ვგეგმავ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს. ასეთი ღონისძიება იყო სოხმურ-ქართული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები. ამ რონისძიების მიზანი იყო, მოწაფეებს სომეხი და ქართველი კლასიკოსები გაეცნოთ“– ამბობს იამზე მსხვილიძე სააგენტო jnews.ge-თან საუბარში.