Latest posts by Aliq Media (see all)
როგორც jnews.ge იუწყება, 8 აპრილს ეჩმიაძინში ქართულ-სომხური მეგობრობისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში “მეგობრობა- 2017” 80-ზე მეტმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალმა სახელწოდებით “მეგობრობა” ასობით სომეხი და ქართველი კიდევ ერთხელ შეკრიბა. ახალქალაქს ცეკვის ანსამბლი “ვაჩიანი” და სამხატვრო სკოლა წარმოადგენდნენ, ხოლო ნინოწმინდიდან ანსამბლი “ფარვანა” იღებდა მონაწილეობას.
ანსამბლი “ვაჩიანი” მაყურებლის წინაშე ორი ცეკვით წარსდგა.
“ორი ცეკვა წარვადგინეთ, ერთი სომხური, მეორე-ქართული. ჩვენ პირველად ვმონაწილეობდით და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ. ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული “, – განაცხადა „ვაჩიანის“ ხელმძღვანელმა.
დავამატებთ, რომ ქართულ-სომხური ფესტივალის მონაწილეები ინდივიდუალური პრიზებითა და სამახსოვრო მედლებით დაჯილდოვდნენ.