Latest posts by Aliq Media (see all)
დაიწყო სომხურ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
20 მარტს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა წიგნის “სამი ბიბლიური ნოველა” პრეზენტაცია, რომელიც ქართულიდან თარგმნა ჰრაჩია ბაირამიანმა და დაიბეჭდა საქართველოს საელჩოს დაფინანსებით – იუწყება საქართველოს საელჩო სომხეთში.
როგორც ნათქვამია სომხეთის პირველი სამაუწყებლო არხის რეპორტაჟში – „ქართულ-სომხური ურთიერთობები მხოლოდ სუფრაზე ნათქვამი სადღეგრძელოებით არ შემოიფარგლება“.
„ჩვენ უნდა ავღნიშნოთ ურთიერთობების არა 25-ე წლისთავი არამედ 25 საუკუნე, მაგრამ ისე მოხდა, რომ დიპლომატიური ურტიერთობები მხოლოდ 25 წლისაა“-ამბობს სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი საგანელიძე.
როგორც სომხეთში საქართველოს საელჩოს პირველმა მდივანმა, ნინო აფციაურმა აღნიშნა – „ამ წიგნის პრეზენტაციით ქართველი ხალხი მადლობას უხდის ჰრაჩია ბაირამიანს. ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელსაც ამდენი წვლილი აქვს შეტანილი მეზობელი ხალხის ლიტერატურის პოპულარიზაციაში“.