ქართულ პერიოდიკაში 1915-1916 წლებში დაწერილ სტატიათა მცირე ნუსხა

?

საქართველოს სომეხთა სათვისტომომ  გაავრცელა ქართულ პერიოდიკაში 1915-1916 წლებში დაწერილ სტატიათა მცირე ნუსხა. მასში საუბარია ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდის განხორციელების ფაქტზე, რომლის დროსაც დაიღუპა 1.5 მლნ სომეხი.

(14 აპრილი, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №257) ახალგაზდა ოსმალოების ოცნება.ახალგაზდა ოსმალოების გაზეთი „ტანინი“ სწერს: ოსმალეთი თავს არ გაანებებს ომს, ვიდრე რუსეთის სიძლიერე არ იქნება შემუსვრილი და რუსეთის და ოსმალეთის საზღვრად არ დაიდება კავკასიის ქედი.

(11 ივნისი, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №304) სტამბოლიდან ჩამოსულნი ამბობენ, რომ სტამბოლში მდგომაეობა თანდათან გამწვავდა და კრიტიკულია. ჩამოახრჩვეს 23 სომეხი, რომელიც ამა წინად შეიპყრეს, მათ შორის ოსმალეთის პარლამენტის დეპუტატი ზოგრაბ–ბეიც იმყოფებოდა.

სტამბოლში სომხების დევნა გრძელდება. აუარებელი დატყვევებულია 20 სომეხი მამაკაცი და სამი ქალი სასიკვდილოთაა მისჯილი. ბურლასა და აივალში ქრისტიანებს აგრედვე ყოველდღე სდევნიან.

(23 ივლისი, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №339) 20 ივლისი. სტამბოლში სომხების დევნამ სისტემატიური ჟლეტის ხასიათი მიიღო. განდავნა, დასჯა და საპყრობილეებში დამწყვდევა – ჩვეულებრივი მოვლენაა. სომხებს ძალ–დატანებით მრავლად აღიარებინებენ ისლამს.

(29 ივლისი, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №344) ხუთი დღის განმავლობაში სომხებს ჟლეტდნენ ქურთები. დახოცილია 10,000 სომეხი. მიზეზად ის გამოიყენეს, ვითომც სომხები რევოლუციას ამზადებდნენ ოსმალეთის მთავრობის წინააღმდეგაო. დახოცილნი ტიგრსა და ეფრატში გადაჰყარეს. სტამბოლში ერთი კვირის განმავლობაში შვიდი სომეხი მოღვაწე ჩამოახრჩეს.

(8 აგვისტო, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №352) ადამიანი უნდა ემზგავსოს მტაცებელ მხეცს, რომ ამ საშინელების შესახებ ყური მოიყრუოს – თვალი დახუჭოს. საშინელი გვინვა – ოხვისა არ ამოხდეს გულიდან თუმცა ჩემი კალამი სუსტია ასწერს ის გულის შემზარავი მდგომარეობა, რომელიც მოესწრო ამა თვე ივლისის თერთმეტიდან სომხეთს ვანისა: ბაიაზეთის ვილაეთში, მაგრამ უბრალოდ მაინც აღვნუსხავ ამბებს:

11 ივლისიდან რუსის ჯარმა მუშ–მელეზგერტ–ბითლისიდან უკან დაიხია, მას გამოჰყვა სომხის ხალხი, არა ნაკლები 200,000–მდე მარტო ვანის ვილაეთიდან. მორბის თავ–ქუდ მოგლეჯილი სომხის ხალხი მთელი ოჯახით, ცხენით, სახედრით, ხარით, ძროხით, კამეჩით. ხალხმა ვერ შესძლო თავის სარჩო–საბადებელი ზურგით ეთრია და ჰფანტავს გზაზე, მიდის ფეხშიშველი, მშიერი, სიცხეში პირამომშრალი, და მთელი გზა მოფარულია იგდირიდან ვანამდის უმწეო, ფეხშიშველი, მშიერ მწყურვალე ხალხით. – ვისაც საშვალება ჰქონდა, მაგ. მდიდრებმა, ადვილად უშველეს თავს – ეტლებით მოკურცხლეს იგდირისკენ. გინახავთ, რომ უბრალო გამვლელმა 6 ვერსის მანძილზე ორი მშობიარე ქალი აიყვანოს ახალ დაბადებული ბავშვებით? – ჩვენი მოძრავი საველე გოსპიტალი აივსო კოჭლი, ბრმა და ჩვილი ბავშვებით? – გუშინ წინ დედა მოდიოდა თან მოჰყავდა 4 ბალღი, რომელთაგან უფროსი სულ 7 წლისა იყო, 4 წლის ქალი ავათა ჰყავდა, ხელით მოათრევდა, ვანიდან თუ არჯიშიდან 200 ვერსი გამოუვლია. სტირიან ბავშვები. დედა საშინელი შესახედავი, თმა გაჩეჩილი, პირ ამომხმარი–გამშრალი, ცრემლი გამოლევია, მოდის კოჭლობით. მოუახლოვდება ჩვენს ტილოს ფარდლუდ კარვებს, დასვამს ავადმყოფს მიწაზე, ერთ გულ გაიღადრავს, იტირებს ჩუმად, ხმა ამოუღებლივ აკოცებს შვილს და გასწევს წინ ასეთი დაყრილი დედისაგან მიტოვებული ბევრია გზებზე. ყრიან მკვდრებიც და მრავალი ცოცხალი ბავშვიც უპატრონოდაა მიგდებული. მარტო ამ სტრიქონების დამწერს ყავს აყვანილი არა ნაკლები 6–7–დისა. ერთს პატრონი გამოუჩნდა დანარჩენი ჩემთან არიან. ყველანი ქალებია, ეტყობა ვაჟებს ნაკლებად სტოვებენ. ჯარი შეძლებისა დაგვარად ეხმარება–ერთ ჯარის კაცსაც ვერ ნახავთ რომ მხარზე ჩვილი ბავშვი არ უჯდეს, მაგრამ აბა ვარაუდით რომ ვსთქვათ 200,000 – ადამიანს ვინ შესძლებს მოუაროს, წამოიყვანოს, აჭამოს, ასვას – ამიტომ სუსტები იღუპებიან გზებში.

(10 აგვისტო, 1915. გაზეთისაქართველო“ №65) ოსმალეთის სასომხეთში განმეორდა 1894–1896 წლის სომეხთა აწიოკება. ბითლისის ოლქში დახოცილია ან მდინარე ტიგრში გადაყრილია 9000 კაცი. 40000 კაცი დაიღუპა კილიკიაში. ზოგიერთმა ოლქებიდგან ხალხი სრულიად გაიხიზნა უდაბნოში. მიზანი ამ საქციელისა – ამბობს ვარაზდატი – შეშინება სომხებისა და რევოლუციის თავიდან აცდენა. ეს ტაკტიკა განნახლეს ახალგაზდა ოსმალებმა ხალიფა გაჯი–გილეშ მეორეს ბრძანებით, რომელიც მუსულმანთა დამცველია და რომესაც ოსმალეთი უსომხოთ უნდა დაიკაოს.

(18 დეკემბერი, 1915. გაზეთისახალხოფურცელი“ №459) გაზეთი „Man Guardian“–ში „ორიზონის“ სიტყვით დაბეჭდილია მეთაური, რომელიც ეხება სომეხთა მდგომარეობას ოსმალეთში. წერილში მოყვანილია ფაქტები სომეხთა ხოცვა–ჟლეტისა ოსმალეთში. გაზეთი აცხადებს, რომ ოსმალთა სულის ჩამდგმელნი გერმანელები იყვნენ და თუმცა მათ პირდაპირი მონაწილეობა არ მიუღიათ მაგრამ მაინც დიდი ბრალი აქვთო.

გერმანელები უნდა გავკიცხოთ იმისთვის, რომ ნება დართეს ოსმალებს გაეჟლიტათ უძველესი კულტურის ხალხი, რომელიც ოსმალებს ეჯავრებათ თავის რჯულის სიყვარულისა, ინტელიგენტობისა და ნიჭისათვის.

ზოგიერთებს შეუძლიანთ გვიპასუხოს, გერმანიას ამისათვის საკმაო ძლიერი გავლენა არ აქვს ოსმალეთზეო. შეიძლება ეს არც უსაფუძვლო იყოს. მაგრამ საქმე ისაა, შეეცადა თუ არა როდესმე გერმანია ხელი შეეშალა ამ ხოცვა–ჟლეტისათვის? არა! გერმანელები ძლიერ დიდ მნიშვნელობას აძლევენ ოსმალეთის დახმარებას; ამიტომ უფრო ადვილად დართავენ ნებას სომხების ერის გაჟლეტისათვის, ვიდრე რაიმე უსიამოვნებას მიაყენებენ თავის მოკავშირე ოსმალებს. ამ მხრივ არაფერია საიმედო. ერთადერთი საშუალება ამ ჟამად ის არის, რომ საზღვარ–გარედ გავავრცელოთ ფაქტები ხოცვა–ჟლეტის თაობაზე და მივეშველოდ სომხის ხალხის ნარჩენებს, რომ ისინი მაინც არ დაიღუპნენ.

(3 იანვარი, 1916. გაზეთისაქართველო“ №2) გასულ წელს სომხებს დიდი უბედურება დაატყდათ თავზე. ოსმალეთში მოსახლე სომხეთიდან რვაასი ათასზზე მეტი გაჟლეტილ იქმნა, ერთმა უდიდესმა ნაწილმა კიდევ თავი შეაფარა კავკასიის საზღვრებსს. გასულ წელს სომხობამ ოსმალეთში ჟლეტის წინააღმდეგ აალაპარაკა ინგლისი, ამერიკა და სხვა მრავალი წვრილმანი სახელმწიფო. ინგლისში გამოქცეულთა სასარგებლოდ ფულის გროვებაც კი დაიწყეს.

შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ წიგნი, რომელშიც წარმოდგენილია სომეხთა გენოციდთან დაკავშირებულ სტატიათა კრებული ქართულ პერიოდიკაში.
armenian-community.ge


ფოტო:armenian-community.ge

 

Leave a Reply