“ქართულ ოცნებას” ახალქალაქში პარტიის ახალი ლიდერი ჰყავს

“ქართულ ოცნებას“ ახალქალაქში რეგიონალური გამგეობის ყოფილი გამგებელი და ახალქალაქის ყოფილი მერი, ნაირი ირიციანი უხელმძღვანელებს. ეს გადაწყვეტილება 17 აგვისტოს “ქართული ოცნების” ახალქალაქის წინასაარჩევნო უბანზე იქნა მიღებული, სადაც პარტიის რეგიონალური წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
“მე მკითხეს, მსურს თუ არა კანდიდატობა, რატომაც არა-მეთქი. მათთვის, ალბათ, საფუძველი გახდა ის, რომ შემიძლია სარგებელი მოვუტანო პარტიას. ჩვენ უკვე დავგეგმეთ რომელ დღეს რომელ სოფელში წავიდეთ. სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება გვინდა”, – თქვა ნაირი ირიციანმა.
შეგახსენებთ, რომ ნაირი ირიციანს გამოცდილება აქვს საგადასახადო პოლიციაში მუშაობის; 2003-2006 წლებში ის ახალქალაქის მერი, შემდეგ კი ახალქალაქის რეგიონალური დეპარტამენტის უფროსი იყო. დღესდღეობით ის ახალქალაქის რეგიონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტია. “ქართულ ოცნებას” ნაირი ირიციანი 2012 წელს შეუერთდა.
მანამდე, პარტიის ლიდერი, ამჟამინდელი გამგებელი ედუარდ აღასარიანი იყო.

jnews.ge

«Վրացական երազանքը» Նաիրի Իրիցյանին Ախալքալաքում նշանակում է կուսակցույթան նախագահ

Leave a Reply