10 აპრილს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის პრესკონფერენციის შემდეგ, რამდენიმე ქართულმა მედიასაშუალებამ შემდეგი სათაურის სტატიები გამოაქვეყნა – „ვირუსის გავრცელაბას ვეღარ ვაკონტროლებთ – სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო“ .
სტატიებში არსენ ტოროსიანის სიტყვის ის ნაწილია მოყვანილი, სადაც მინისტრი ამბობს:
„ვერ ჩავთვლით, რომ კონორავირუსის გავრცელება 100 პროცენტით ჩერდება. თუკი ადრე ერთი წყაროდან დღეში გავრცელების დაახლოებით 50 შემთხვევა გვქონდა, ახლა 10 ან 20 სხვადასხვა წყაროდან 16, 20, 30 შემთხვევა გვაქვს. შესაბამისად, ვირუსის გავრცელება, როგორც ასეთი, კონტროლიდან გამოვიდა, თუმცა ჩვენი ამოცანაა ახლა, შესაძლო შემთხვევები აღმოვაჩინოთ და მივმართოთ იმავე ქმედებებს, რაც აქამდეც გვქონდა : ტესტირება, დადასტურება, საკონტაქტო წრის იზოლირება, მკურნალობა და ა.შ. ეს ქმედებები იქამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ ამის ძალა შეგვწევს მთელ ქვეყანას. მაშინ უკვე გავაუქმებთ ზოგიერთ ზომას და დავტოვებთ მხოლოდ ტესტირების და მკურნალობის კომპონენტს”.
მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნებული სტატიების ძირითადი შინაარსი შეესაბამება მინისტრის სიტყვებს, დამაბნეველმა სათაურმა ფართო დისკუსია გამოიწვია სოციალური ქსელების ქართულ დომენში, რაც ძირითადად პანიკურ განწყობას იწვევს.
სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა „ალიქ მედიას“ განუცხადა:
„მინისტრის განცხადებაში, რომ „ვირუსის გავრცელება, როგორც ასეთი, კონტროლიდან გამოვიდა“, იგულისხმება ის, რომ თუ ადრე ცალკეული წყაროები გვქონდა, ახლა სხვა შემთხვევებიც არსებობს. ამიტომ, იმის თქმა, რომ „ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელაბას“ არ შეესაბამება რეალობას.
შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის მდგომარეობით, სომხეთში კორონავირუსის 937 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021