Latest posts by Aliq Media (see all)
საქართველოს ენერგოსისტემის (ესკო) კომერციულმა ოპერატორმა “კასკად ჯორჯია” დაარეგისტრირა როგორც კომპანია რომელიც ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს ახორციელებს.
საქართველოს სახელმწიფო რეესტრის თანახმად “კასკად ჯორჯია”-მ რეგისტრაცია პირველად 2016 წელს გაიარა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის 95% რუსულ კომპანია “კასკად ენერ გო სბიტ”-ს ეკუთვნის, რომელიც „ტაშირ“ ჯგუფში შედის .
“ტაშირ” ჯგუფი სამველ კარაპეტიანს ეკუთვნის, რომელიც 2016 წლ ის სექტემბერის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში 549-ე ადგილი უკავია, ხოლო რუსეთის ფარგლებში იგი 28-ე ადგილზეა (ჟურნალი Forbes-ის მიხედვით). მისი ქონება შეფასებულია როგორც 3.8 მლრდ. დოლარი.
“ტაშირ” ჯგუფი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც უამრავ სახელმწიფო კონტრაქტს იღებს. თვითონ „ტაშირის“ მონაცემთა თანახმად, ჯგუფი მოიცავს 200-ზე მეტ კომპანიას ბიზნესის სხვადასხვა სფეროებიდან – უძრავი ქონების განვითარება, საფინანსო, საწარმო, სამშენებლო დ ა ა. შ.
სამველ კარაპეტიანი
კარაპეტიანი, რომელიც აღიარებულია როგორც სომეხი წარმოშობის მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენი, მჭიდრო კავშირშია სომხეთის მთავრობასთან, ასევე პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი „გაზპრომში“ თანამდებობა ეკავა.
“ტაშირს” ასევე ეკუთვნის დსს “სომხეთის ელექტრო ქსელები”, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზარზე მთავარ მონოპოლიად ითვლება.
საქართველოში, “ტაშირ” ჯგუფს წარმოადგენს პიცერიების ქსელი, რომელიც 2016 წელს გაიხსნა.
გარდა ბიზნესისა, სომხურ მილიონერს საქართველოსთან ოჯახური კავშირებიც აქვს. გასულ წელს მისმა ვაჟმა, სარქის კარაპეტიანმა, ქართველ გოგონაზე-სალომე კინწურაშვილზე იქორწინა. ქორწილზე, რომელიც მოსკოვში გაიმართა, მთელმა იქაურმა ელიტამ მოიყარა თავი, სომხეთის პრეზიდენტიც, სერჟ სარქისიანიც კი იყო დაპატიჟებული. საქორწილო კონცერტზე უამრავმა რუსმა და უცხოელმა პოპულარულმა მომღერალმა იმღერა, ხოლო სტუმრების კარგ განწყობაზე ანდრეი მალახოვმა და ტანია გევორკიანმა იზრუნეს.