
Latest posts by Aliq Media (see all)
25 ნოემბერს „PITA” ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია გამართეს.
აქტივისტების მიერ სომხურ, ქართულ და რუსულ ენაზე – ეგიდით „ნაადრევი ქორწინება ძალადობაა ქალების მიმართ“ – პოსტები იყო მომზადებული.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „nor.ge“-ი იუწყება, მსგავსი აქცია ნინოწმინდაში პირველად ჩატარდა, რამაც გამოიწვია უარყოფითი დამოკიდებულება აქციის მონაწილეთა მიმართ. ახალგაზრდული ცენტრის აქტივისტების მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა უხეშად გამოთქვა: „არა გრცხვენიათ? რითი ხართ დაკავებულები? მოშორდით აქედან!“.