“ქალების  სრულყოფილების ფორმულა”

ჩვენს საზოგადოებაში, აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ თუ რა გავლენას ახდენს ქალის პროფესიულ ზრდაზე ოჯახური ცხოვრება. ახლა კი თვალი გადავავლოთ საპირისპირო სურათს.  რა ხდება მაშინ,როდესაც ქალი მთელ თავის დროს სამსახურს უძღვნის? სწორედ აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ 60 წლის ქალბატონ  კარინეს. 

“საზოგადოებრივი სტიგმები და ტაბუები აიძულებს ქალებს იყვნენე მეტად ძლიერები სამსახურში.მიიღონ უმაღლესი განათლება და ამის შემდეგ დაიპყრონ კარიერული მწვერვალები. ზოგადი დაკვირვებით , შემიძლია განვაცხადო,რომ ქალებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ,რომლის ფონზეც ისინი  ეტაპობრივად, ვითარდებიან პროფესიულ საქმიანობაში.”

”ქალთა ბედნიერება არის ერთგვარი  სრულყოფილების ფორმულა, რომელიც მოიაზრებს ,როგორც კარიერულ ასევე ოჯახურ იდილიასაც. იმისთვის,რომ ქალი იყოს შემდგარი აუცილებელია მას ყავდეს ოჯახი და ჰქონდეს საყვარელი საქმეც “– აღნიშნავს კარინე.

უმაღლესის დამთავრების შემდეგ, კარინემ დაიწყო მუშაობა სხვადასხვა დაწესებულებებში, შემდეგ კი სამინისტროებში. იგი გამოირჩეოდა თავისი პროფესიონალიზმით. მან  მიაღწია დიდ კარიერულ სიმაღლეებს და მრავალი ჯილდოც მიიღო.

დღეს, როდესაც მისი პროფესიული ზრდა თითქმის დასრულებულია, კარინე აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა სრულყოფილი ბედნიერების საიდუმლო.

“ სამსახური, დაკავებული ვარ, დრო არ მაქვს, ბევრი მიზეზი მქონდა მუდამ, ჩემ თავს ვეუბნებოდი – აი ამასაც დავასრულებ და.. აი ამასაც გავაკეთებ  და მივხედავ ჩემს პირად ცხოვრებას. ვიპოვი ცხოვრების პარტნიორს, დავქორწინდები… ასე გავიდა წლები “, – ამბობს კარინე და დასძენს, რომ ცხოვრების სწრაფი ტემპის გამო, ვერც კი გრძნობდა როგორ გავიდა წლები.

ფსიქოლოგების აზრით, პირადი ბედნიერება და კარიერა სრულებით თავსებადია, თუ დრო სწორად იქნება გადანაწილებული.  გარდა ამისა აუცილებელია ქალებმა დამოუკიდებლად, სხვების ჩარევის გარეშე შეარჩიონ სამომავლო პროფესია,ვინაიდან სხვების იძულებით არჩეულ პროფესიაში სრულყოფილების მიღწევა თითქმის შეუძლებელია.ხოლო იმ შემთხვევაში,როდესაც ქალები დროს მათთვის საყვარელ საქმეს უთმობენ ხდებიან მეტად თავდაჯერებულები და ასეთ შემთხვევაში უკვე მნიშნეობა აღარ აქვს თუ როდის გადაწყვეტს ის ოჯახის შექმნას,ვინაიდან დარწმუნებული იქნება,რომ ყველაფრის მიღწევას შეძლებს. საბოლოოდ ,შეიძლება ითქვას,რომ ქალი სრულყოფილად ბედნიერია,როდესაც აქვს პროფესია,ოჯახი და არის სრულიად რეალიზებული,როგორც კარიერულ აგრეთვე პირად ცხოვრებაში.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს