არცახისთვის გაგზავნილი მთლიანი ფინანსური დახმარება 19 მილიონ დოლარს აჭარბებს, აცხადებს მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრი გრიგორი მარტიროსიანი.
რაც შეეხება აზერბაიჯანის მიერ არცახის დასახლებების დაბომბვას, მარტიროსიანმა განაცხადა, რომ შექმნილია ზიანის შემფასებელი კომისია, რომელიც ზიანის შეფასებას მოახდენს.
”ხვალიდან დავიწყებთ სახლების, შენობების, სხვა ობიექტების განახლებასა და რესტავრაციას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
მარტიროსიანმა ასევე აღნიშნა, რომ ქალაქი სტეფანაკერტის ევაკუაცია არ მოხდება, მხოლოდ რამდენიმე სოფელი დაიცალა “რომლებიც ფრონტის ხაზიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაა”.
Latest posts by ანნა ტანდარიანი (see all)
- ქალები შუშის ჭერქვეშ - 25/03/2021
- “ქალების სრულყოფილების ფორმულა” - 24/03/2021
- ქალთა შრომითი ურთიერთობები და გენდერული როლები - 12/03/2021