Latest posts by Aliq Media (see all)
თურქეთის ერთ-ერთ მთავარ ქალაქ სტამბულში თითქმის 200 წელია სომხური საავადმყოფო მოქმედებს.
“წმინდა მხსენელის” ეროვნული საავადმყოფო, სტამბულში 1832 წელს, გაგაზ ართიმ ამირა ბეზჯიანის ინიციატივით და სულთან მაჰმუდ მეორეს მხარდაჭერით დაარსდა.
წლების წინ საავადმყოფო მხოლოდ სომხური თემისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი საავადმყოფო ხელმისაწვდომია ყველასთვის, მათ შორის, თურქებისთვის, თურქეთში მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის და ასევე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით, არაბული სახელმწიფოებიდან, აღმოსავლეთი ევროპიდან და გერმანიიდან.
სტამბულის სომხური საავადმყოფოს მთავარმა გინეკოლოგმა ჰაკობ ჩილინგირიანმა განათლებაა ქუთაისში, უნგრეთსა და თურქეთში მიიღო. სტამბულში 1997 წლიდან გადავიდა და მუშაობა დაიწყო ერთ-ერთი დიდ საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. 2006 წელს იგი სომეხი ექიმის დახმარებით სტამბულის “წმინდა მხსენელის” სომხურ საავადმყოფოში გადავიდა სამუშაოდ და მალევე ამ საავადმყოფოს მთავარი გინეკოლოგი გახდა.