დღეს 18:30 საათზე, ქალაქ იეღეგნაძორის კინოთეატრის შენობის ეზოში მშვიდობიანი აქცია გაიმართა, “ნაბიჯი გადადგი, უარყავი სერჟი” პოლიტიკური აქციის მხარდასაჭერად.
იეღეგნაძორის მცხოვრები გარიკ დავთიანი თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ერევანში მიმდინარე საპროტესტო აქციას უერთდება.
“ყველა, ვინც საკუთარ და შვილების მომავალზე ფიქრობს, შეუძლია გახდეს აქტივისტი და ისარგებლოს კანონით დადგენილი უფლებით და საკუთარი მოსაზრება გამოთქვას მიმდინარე მოვლენებზე” , – წერს დავთიანი.