სომხეთის სიუნიქის პროვინციის ქალაქი გორისი დსთ-ის 2018 წლის კულტურულ დედაქალაქად გამოცხადდა.
“გორისი 2018 წლის დსთ-ის კულტურის დედაქალაქი” პროგრამის გახსნის ცერემონია 7-8 ივლისს გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად დსთ-ის ქვეყნების ოფიციალური და შემოქმედებითი დელეგაციები სომხეთში ჩამოვლენ.
გახსნის ცერემონიის ფარგლებში დსთ-ის მწერლების შეხვედრა, ერევნის ჯაზ ორკესტრის კონცერტი, კაფე-ბიბლიოთეკის, სერო ხანდაზიანის სახელობის მუზეუმის გახსნა გაიმართება. ასევე ჩატარდება “თუთის”, “გორისის დღის”, “Dj Fest” ფესტივალები.