ქალაქ გიუმრიში 14 წლსი ტყუპებმა მანქანა გაიტაცეს

სომხეთის შირაკის რეგიონში ოპერატიულ – საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ქალქ გიუმრიში მცხოვრები ლევონ მხითარიანს მანქანა არასრულწოვანმა ძმებმა, 14 წლის ტყუპებმა გაიტაცეს.

სამართალდამცავმა ორგანოებმა ბიჭები მშობლების ზედამხედველობის ქვეშ დატოვეს. მოპარული მანქანა, დაუზინებელად დაუბრუნეს პატრონს. ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის კუმაირის განყოფილება გამოძიებას აწარმოებს.

შირაკის რეგიონის პროკურორის კარენ გაბრიელიანის შეფასებით, შირაკის რეგიონში და ქალაქ გიუმრიში  არასრულწოვანთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა დამაფიქრებელია. შირაკის რეგიონში არასრულწლოვნების მხრიდან, ძირითადად, ყაჩაღობა ფიქსირდება, ასევე ფიზიკური დაზიანებების მიყენების ფაქტებიც არსებობს.

Leave a Reply